Vinson Services - Expert Solutions in Construction & Design
top of page

ᲩᲕᲔᲜᲘ ᲡᲔᲠᲕᲘᲡᲔᲑᲘ

ჩვენ გთავაზობთ უძრავი ქონების განვითარების და სამშენებლო სერვისების ფართო სპექტრს.

ჩვენი ექსპერტიზის სფეროები მოიცავს პროექტის მენეჯმენტს, ხარჯების შეფასებას, მშენებლობის ზედამხედველობას, ხარისხის კონტროლს და რისკების მართვას.

 

ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს კლიენტებთან, რათა მივაწოდოთ მორგებული გადაწყვეტილებები, რომლებიც აკმაყოფილებენ მათ სპეციფიკურ საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

01.

არქიტექტურული კონცეფცია და სანებართვო დოკუმენტაცია

ჩვენ გთავაზობთ კომპლექსურ მიდგომას არქიტექტურულ დიზაინსა და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადებაში, რომელსაც ვიწყებთ ტერიტორიის დეტალური ანალიზით, რის შემდეგაც ვავითარებთ არქიტექტურულ კონცეფციას და ჩვენი ექსპერტთა გუნდი ახორციელებს ყოველ ნაბიჯს -  საწყისი ესკიზებიდან საჭირო ნებართვების მოპოვებამდე, რაც უზრუნველყოფს უწყვეტ და ეფექტურ პროცესს.

02.

ინტერიერის, ექსტერიერის და ლანდშაფტის დიზაინი

ინტერიერის დიზაინის სერვისით ვქმნით თქვენს სურვილებზე მორგებულ სივრცეებს. ჩვენ გთავაზობთ დეტალურ კონსულტაციებს, სივრცის დაგეგმვას და 3D ვიზუალიზაციას თქვენი ხედვის გასაცოცხლებლად.

ჩვენი ექსპერტიზა ვრცელდება განლაგების კონფიგურაციიდან, მასალებისა და მოპირკეთების შერჩევამდე, რაც ჰარმონიულ და ფუნქციურ ინტერიერს უზრუნველყოფს.

03.

Მსუბუქი და რთული კონსტრუქციების მშენებლობა

ჩვენი სპეციალიზაცია ვრცელდება როგორც რთულ, ასევე მსუბუქ კონსტრუქციების მშენებლობაზე, სხვადასხვა არქიტექტურული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რთული კონსტრუქციებიდან დაწყებული ეფექტური მსუბუქი შენობებით დამთავრებული, ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს ხარისხსა და გამძლეობას. 

04.

Ხის სახლების პროექტირება და მშენებლობა

ხის სახლების მშენებლობის სერვისი გთავაზობთ ერთ სივრცეში ტრადიციისა და თანამედროვე ინჟინერიის შეზავებას. სერვისი მოიცავს მშენებლობის სრულ ციკლს, სასურველი დიზაინიდან დასრულებულ მშენებლობამდე. 

05.

Რკინა-ბეტონის (მონოლითური) კონსტრუქციების მშენებლობა

ჩვენ გთავაზობთ Რკინა-ბეტონის (მონოლითური) კონსტრუქციების მშენებლობას, თუ თქვენი პრიორიტეტი მეტი სიძლიერე და გამძლეობაა. ჩვენი გუნდი მართავს მთელ პროცესს, განლაგების დაგეგმვიდან დასრულებულ მშენებლობამდე.

06.

სარემონტო მომსახურება

ჩვენი სარემონტო მომსახურება ითვალისწინებს ყველა ეტაპს, როგორიცაა სასურველი მასალის არჩევა, ხარჯების გაანგარიშება, განლაგების დაგეგმვა, ასევე 3D დიზაინი უკეთესი ვიზუალიზაციისთის და საბოლოო პროექტის ჩაბარება.

„შეგიძლია იოცნებო, შექმნა, დააპროექტო და ააშენო შენთვის ყველაზე მშვენიერი სივრცე მსოფლიოში. მაგრამ ეს მოითხოვს ადამიანების ჩართვას ამ ოცნების რეალობად ქცევისთვის.”

ᲣᲝᲚᲢ ᲓᲘᲡᲜᲔᲘ

bottom of page